სვენ-გორან ერიკსონი - იმედი მაქვს, სტერლინგი და დე ბრუინი „რეალში“ არ გადავლენ
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ-გორან ერიკსონი იმედს გამოთქვამს, რომ რაჰიმ სტერლინგი და კევინ დე ბრუინი მადრიდის „რეალში“ არ გადავლენ.
„რაჰიმი და კევინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და შეუძლიათ, გადავიდნენ მადრიდის „რეალში“, თუ ასე სურთ, მაგრამ მე მათი ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დამწყვეტს გულს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ინგლისში დარჩებიან. ობიექტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, დღესდღეობით ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს“, – განაცხადა ერიკსონმა გამოცემა „გოლისთვის“ (Goal) მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგი და კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობენ.