სვანაძემ 21-წლამდელთა შემადგენლობა დაასახელა - ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 28 აგვისტოს 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის. გუნდი 7 სექტემბერს, ბუქარესტში რუმინელ თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ბუქარესტის ახლომდებარე ქალაქ ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)
მცველები: თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, სანდრო კალანდაძე (ყველა – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი)
ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე – საბურთალო). ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოსწირაფიშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო, გიორგი ლომთაძე (ორივე – სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი) გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მაისი-ივნისში 8-დღიანი საწვრთნელი პროცესი გაიარა, ხოლო მანამდე, ბოლო საერთაშორისო ოფიციალური მატჩი, 29 მარტს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც საქართველოს გამარჯვებით – 4:1 დასრულდა.
შეგახსენბეთ, რომ საქართველო და რუმინეთი 2023 წელს 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ.