„სუტიესკას“ მწვრთნელი - გავძლიერდით და „გაგრასთან“ სათამაშოდ მზად ვართ #1TVSPORT
„გაგრა“ მონტენეგროშია და კონფერენს-ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. საქართველოს თასის მფლობელი პოდგორიცაში მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ „სუტიესკას“ დაუპირისპირდება. გაგრელებმა „სუტიესკასთან“ დაპირისპირებამდე ვარჯიში გამართეს.
მონტენეგროში არსებული შეზღუდვების გამო, პოდგორიცას სტადიონზე მხოლოდ 200 გულშემატკივარს და მედიის ათ წარმომადგენელს დაუშვებენ. „სუტიესკას“ მთავარმა მწვრთნელმა, მილია სავოვიჩმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„გუნდი ევროტურნირისთვის ზლატიბორში ათი დღე ემზადებოდა და საკონტროლო მატჩებიც გავმართეთ. როდესაც „გაგრას“ შევხვდებით, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ევროპული შეჯიბრისთვის და „გაგრასთვის“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მილიან სავოვიჩმა.
„სუტიესკას“ მთავარმა მწვრთნელმა საკადრო სიახლეებზეც ისაუბრა:
„ბევრმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, მაგრამ შევსებაც მივიღეთ, გავძლიერდით და სეზონს იმედით ველოდებით. საერთაშორისო მატჩები ყოველთვის გამოუცნობია. მოწინააღმდეგე არც ზედმეტად უნდა შეაფასო და არც მისი დაუფასებლობა ღირს. მთავარია, ტრავმირებულები არ გვყავს და მზადება გეგმის მიხედვით მიდის. მჯერა, ჩვენი გუნდი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს“.
„სუტიესკასა“ და „გაგრას“ მატჩი 8 ივლისს პოდგორიცას „დგ-არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.