ქართველი მორაგბეები შალვა სუთიაშვილი და გიორგი ნუცუბიძე პრო დე2-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. ფრანგული პრო დე2-ის მე-14 ტურში სუთიაშვილის „ანგულემმა „პროვან რაგბის“ უმასპინძლა და 19:15 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ერთადერთი ლელო მატჩის 64-ე წუთზე სწორედ შალვა სუთიაშილმა დადო, რომელმაც მოედანზე 80 წუთი ითამაშა.
კიდევ ერთი ქართველი რომელიც გასულ ტურში გამორჩეული იყო და ტურის 15 საუკეთესო მორაგბეს შორის მოხვდა გიორგი ნუცუბიძეა. ნუცუბიძის „ბიარიცმა“ საკუთარ მოედანზე „გრენობლი“ მიიღო და შეხვედრა 33:7 მოიგო. 21 წლის ქართველმა ბურჯმა აღნიშნული მატჩი სრულად ჩაატარა.
სიმბოლური XV-ეული ასე გამოიყურება:
„ანგულემი“ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, „ბიარიცი“ კი 38 ქულით მეხუთეა.