სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში, ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, ჯამში 1 400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2 000 ლარის გასაღება, თანმხლებ ორ პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.