სუს-ის მიერ ქობულეთში ორი პირის დაკავებას ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ
ქობულეთში გუშინ, გვიან ღამით სპეცოპერაციის შედეგად ორი პირის დაკავების ფაქტს დაკავებულთა ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლებმა დაკავებულთა საცხოვრებლიდან რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.
ახლობლების ინფორმაციით, ჩხრეკა ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩატარდა, თუმცა ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ახლობელი ვარ, ოჯახის წევრები ყველა თბილისში არიან, კარგად ვიცნობ ამ ოჯახს, ვერ წარმომიდგენია, კუკური გოგიტიძის სახლში ასეთი რამ აღმოეჩინათ”, – აცხადებს გუგული ინასარიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, სუს-ი განცხადების გავრცელებას დღეს გეგმავს.
შეგახსენებთ, ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.