სუპერთასის დრო და ადგილი ცნობილია
სუპერთასის დრო და ადგილი ცნობილია

საქართველოს სუპერთასი თბილისის „დინამოსა“ და თასის მფლობელ „საბურთალოს“ შორის 23 თებერვალს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გათამაშდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალში დამარცხებული გუნდი დაუპირისპირდება.

სუპერთასი პირველად 1996 წელს გათამაშდა. გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბი თბილისის „დინამოა“, ამჟამინდელი პრეტენდენტი „საბურთალო“ კი ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მეორედ შეეცდება.