სუპერლიგის გათამაშების მორიგ შეხვედრაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამომ“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო.
დინამოელებს მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მატჩი, ისიც ერთი ქულით, ქუთაისში ჰქონდათ წაგებული, ხოლო დღეს ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეორე შეხვედრა „მგზავრებთან“ დათმო.
გამარჯვებულთაგან 20 ქულით და შვიდი მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი. 16-16 ქულა დააგროვეს ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 11 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.
„დინამოში“, 18 ქულითა და ცხრა მოხსნით, საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. მეორე დინამოელი, რომელმაც 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, 11 ქულით ლევან ფაცაცია იყო.