კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების ფინალურ სერიაში თბილისის “დინამომ” სტუმრად “ქუთაისს” 81:73 სძლია და ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დინამომ” სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
ფინალური სერიის პირველი მატჩის მსგავსად დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულიც ბოლო წუთზე გამოვლინდა. დინამოელთაგან 17-17 ქულით რეივენ ლი და კაელ ტურპინი გამოირჩნენ. ქუთაისელთაგან კი 19 ქულით ბომბარდირი დეჟუან რაითი გახდა.
ფინალური სერიის მატჩები 27 და 28 მაისს უკვე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ორივე შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.