“ქუთაისისა” და “მარნეულის” მატჩით დასრულდა საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონი. ქუთაისელებმა ტყიბულში სპორტის ახალი სასახლე მოგებით გახსნეს (96:91) და 23 გამარჯვებით პირველ ადგილზე დაასრულეს რეგულარული, რომლის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება:
1. ქუთაისი 32 მატჩი, 23 მოგება/9 წაგება
2. კაკტუსი 32 მატჩი, 22 მოგება/10 წაგება
3. დინამო 32 მატჩი, 21 მოგება/11 წაგება
4. რუსთავი 32 მატჩი, 21 მოგება/11 წაგება
5. ბათუმი 32 მატჩი, 17 მოგება/15 წაგება
6. ოლიმპი 32 მატჩი, 16 მოგება/16 წაგება
7. მგზავრები 32 მატჩი, 13 მოგება/19 წაგება
8. მარნეული 32 მატჩი, 10 მოგება/22 წაგება
9. სოხუმი 32 მატჩი, 1 მოგება/31 წაგება
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდი პლეი ოფში გავიდა, ბოლო ადგილზე გასული “სოხუმი” კი სუპერლიგაში დასარჩენად A ლიგის ფინალში დამარცხებულ “ტიტებთან” საკვალიფიკაციო პლეი ოფს გამართავს ორ მოგებამდე. მატჩები 3 და 5 მაისს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პლეი ოფის პირველ წრეში, ანუ მეოთხედფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ნახევარფინალებსა და ფინალებში 3 მოგებამდე.
პლეი ოფის კალენდარი:
ქუთაისი (1)-მარნეული (8)
7 მაისი. 18:30. ქუთაისი-მარნეული
9 მაისი. 16:00. მარნეული-ქუთაისი
11 მაისი. 18:30. ქუთაისი-მარნეული
კაკტუსი (2)-მგზავრები (7)
6 მაისი. 15:30. კაკტუსი-მგზავრები
8 მაისი. 16:00 მგზავრები-კაკტუსი
10 მაისი. 16:00. კაკტუსი-მგზავრები
დინამო (3)-ოლიმპი (6)
5 მაისი. 16:00. დინამო-ოლიმპი
7 მაისი. 16:00. ოლიმპი-დინამო
9 მაისი. 18:00. დინამო-ოლიმპი
რუსთავი (4)-ბათუმი (5)
6 მაისი. 18:30. რუსთავი-ბათუმი
8 მაისი. 18:00. ბათუმი-რუსთავი
10 მაისი. 19:00. რუსთავი-ბათუმი