სუპერკომპიუტერმა იწინასწარმატყველა ახალ სეზონში ევროპის TOP-5 ლიგების ჩემპიონები #1TVSPORT
სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ გამოაქვეყნა TOP-5 ქვეყნების ჩემპიონატებზე პროგნოზები 2024-25 წლების სეზონისთვის.
პრემიერლიგაში ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი აქვს „მანჩესტერ სიტის“ – ტიტულის მოპოვებაზე მას 82.5 პროცენტს აძლევენ. შემდეგ მოდიან „არსენალი“ (11.3%) და „ლივერპული“ (5,7%).
ესპანეთში სუპერკომპიუტერმა გამარჯვება უწინასწარმეტყველა „რეალს“ (86,8%), „ბარსელონას“ კი ტიტულზე 10 პროცენტზე მცირე შანსი მისცა (9,7%).
Opta Analyst-ის აზრით, სერია A-ში ჩემპიონი გახდება „ინტერი“ (78,6%), რომლისთვისაც ხელის შეშლას შეეცდებიან „ატალანტა“ (11,5%) და „იუვენტუსი“ (4,3%).
ტოპჩემპიონატებიდან ბუნდესლიგა გახდა ერთადერთი, რომლის მთავარ ფავორიტს ჩემპიონობაზე 50 პროცენტზე ნაკლები შანსი აქვს – „ლევერკუზენს“ ზედიზედ მეორე ჩემპიონობა 49.1 პროცენტის ალბათობით უწინასწარმეტყველეს. „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა 21.3 პროცენტით. საჩემპიონო ბრძოლაში შეიძლება ჩაებან „დორტმუნდი“ (12,9%) და „ლაიპციგი“ (12,5%).
საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმნიშვნელოვანი ფავორიტია „პარი სენ-ჟერმენი“ (79%), ტოპსამეულში მოხვედრის მთავარი პრეტენდენტები არიან – „მონაკო“ (8,8% ტიტულზე) და „ლილი“ (5,3%).