სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობაზე ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს, მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია #1TVSPORT
სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობაზე ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს, მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია #1TVSPORT

ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა 10000-ჯერ ჩაატარა ევრო 2024-ის სიმულაცია და გამოთვალა მონაწილეთა შანსები ტურნირის მოგებაზე.

მთავარ ფავორიტად დასახელდა ინგლისის ნაკრები – 19.9 პროცენტი ჩემპიონობაზე.

ბევრით არ ჩამორჩება ინგლისს საფრანგეთის ნაკრები – 19.1 პროცენტი.

მასპინძელი გერმანია (12,4%), ესპანეთი (9,6%) და პორტუგალია (9,2%) ასევე ძლიერ კონკურენტებად მიიჩნევიან.

უფრო დაბალი შანსები აქვთ ნიდერლანდებს (5,1%), მოქმედ ჩემპიონ იტალიასა (5,0%) და ბელგიას (4,7 %).

ტოპათეულს ავსებენ დანია (2.2%) და ხორვატია (2.0%).

დანარჩენ გუნდებს სუპერკომპიუტერი ჩემპიონობის მიზერულ შანსებს აძლევს. მათგან ყველაზე მაღლა დგას საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი 1.5 პროცენტით.

Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი თითეულ ეტაპზე გასვლასა და ჩემპიონობაზე:

ჩემპიონი ფინალი 1/2 1/4 1/8
1. ინგლისი 19.9% 31.1% 48.2% 70% 95.4%
2. საფრანგეთი 19.1% 30.4% 48.1% 69% 92.9%
3. გერმანია 12.4% 22.4% 36.5% 58.4% 88.5%
4. ესპანეთი 9.6% 18.5% 32.3% 59.1% 89.1%
5. პორტუგალია 9.2% 18% 33.6% 55.2% 93.6%
6. ნიდერლანდები 5.1% 11.4% 24.2% 45.8% 76.2%
7. იტალია 5% 11.4% 23.1% 47.2% 80.3%
8. ბელგია 4.7% 10.6% 23.4% 48.5% 90%
9. დანია 2.2% 6% 14.8% 32.8% 69.2%
10. ხორვატია 2% 5.7% 14% 34.4% 67.8%
11. თურქეთი 1.5% 4.2% 11.7% 27.4% 74.2%
12. ავსტრია 1.3% 3.7% 10.1% 24.3% 51.1%
13. შვეიცარია 1.2% 3.8% 9.7% 25.6% 61%
14. სერბეთი 1% 3.5% 9.2% 23% 56.2%
15. შოტლანდია 1% 3.1% 8.5% 23.5% 58.9%
16. უკრაინა 1% 3.1% 9.4% 26% 69.4%
17. უნგრეთი 0.9% 3.1% 8.7% 24.5% 59.3%
18. პოლონეთი 0.8% 2.6% 7.7% 20.1% 45%
19. ჩეხეთი 0.7% 2% 6.7% 18.6% 60.7%
20. რუმინეთი 0.5% 1.6% 5.6% 18.3% 57.4%
21. სლოვენია 0.4% 1.5% 4.7% 14.2% 42.1%
22. სლოვაკეთი 0.3% 1.1% 4.3% 14.4% 51.1%
23. ალბანეთი 0.2% 0.8% 3.2% 11.6% 33.4%
24. საქართველო 0.1% 0.5% 2.5% 8.3% 37.2%

 

Opta-ს ვებგვერდი ასევე წერს საქართველოს ნაკრების შანსებზე, რომელიც ტურნირის ერთადერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა 6.1 პროცენტით ფასდება, მეორე ადგილი – 14.7%, მესამე ადგილი – 28.5%, მეოთხე ადგილი – 50.8, 1/8-ფინალში გასვლა – 37.2%, 1/- ფინალი – 8.3%, 1/2-ფინალი – 2.5%, ფინალი – 0.5% და ჩემპიონობა – 0.1%.

„საქართველოს ჩემპიონობაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს – 0.1 პროცენტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვილი სანიოლის გუნდს არ შეუძლია, ფურორი მოახდინოს: საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს, გავიდეს ჯგუფიდან, ვიდრე ალბანეთის ნაკრებს – 37.2 პროცენტი ჩვენს სიმულაციაში.

ბოლო გუნდი-დებიუტანტი ევროზე, რომელიც ჯგუფიდან გავიდა, 2016 წლის ისლანდია იყო, მაგრამ საქართველოსთვის თუნდაც ერთი ქულა მიღწევა იქნება მას შემდეგ, რაც ერთადერთი გუნდი გახდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ბურთების უარყოფითი სხვაობით გავიდა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებს ჰყავს „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გარდა ამისა, ჩვენი 10 ათასი სიმულაციის ჩატარების შემდეგ 24 გუნდიდან თითოეულმა ერთხელ მაინც შეძლო ევრო 2024-ის მოგება“, – წერს Opta.