ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი 11 შეხვედრა გაიმართა. საოცარი მატჩის მომსწრენი გახდნენ ვაშინგტონის „კაპიტალ უანის“ არენაზე მისული გულშემატკივრები. ადგილობრივი „ვიზარდსი“ „ჰიუსტონ როკეთსთან“ დრამატულ ბრძოლაში 158-159 დამარცხდა.
ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ჯეიმს ჰარდენმა, მის ანგარიშზე 59 ქულაა. რას ვესტბრუკმა 17 ქულით, 10 მოხსნითა და 12 პასით მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა კლინტ კაპელას. დედაქალაქურ გუნდში საუკეთესო 46 ქულით ბრედლი ბილი გამოდგა. 17 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი დააგროვა აიზეა ტომასმა.
კლივლენდი – ჩიკაგო 117-111
ორლანდო – ნიუ იორკი 95-83
ფილადელფია – მინესოტა 117-95
ბოსტონი – მილუოკი 116-105
ბრუკლინი ინდიაია 108-118
ტორონტო – დეტროიტი 125-113
ოკლაჰომა – პორტლენდი 99-102
იუტა – კლიპერსი 110-96
საკრამენტო – შარლოტი 111-118
გოლდენ სტეიტი – ფინიქსი 110-121