ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ნამდვილი საკალათბურთო თრილერი იხილა „ეი-თი-ენდ-თი“ არენაზე მისულმა გულშემატკივარმა. „სან-ანტონიო სპურსი“ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 2-ოვერტაიმიან დაძაბულ შეხვედრაში საბოლოოდ 154-147 გაიმარჯვა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებში 10 ქულაზე მეტი 7 მა კალათბურთელმა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც 56 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. სტუმართა შორის სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ ვესტბრუკმა (24 ქულა, 24 პასი და 13 მოხსნა). პოლ ჯორჯის ანგარიშზე 30 ქულაა. ჯერემი გრანტმა მატჩი 25 ქულით დაასრულა
მაიამი – ბოსტონი 115-99
დენვერი – კლიპერსი 121-100
საკრამენტო – დეტროიტი 112-102