მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაფორმება სურს ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან, – წერს გაზეთი The Sun-ი.
გამოცემის ცნობით, მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი არგენტინელ სპეციალისტთან.
„ვიცი, რომ „ბაიერნი“ დაუკავშირდა პოჩეტინოს“, – დაადასტურა მიუნხენელთა ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა.
„ეს კარგი ვარიანტია. ვიღაც ამბობს, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გერმანელი უნდა იყოს. არსებობს ასეთი კრიტერიუმი, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. მთავარია, იყოს კარგი მწვრთნელი. პოჩეტინო მისაღები ვარიანტია“, – ჰამანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონის ამჟამინდელი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი გუნდს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს.