სულამანიძე ოქროსთვის, ბექაური და ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ | ძიუდო
სულამანიძე ოქროსთვის, ბექაური და ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ | ძიუდო

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ილია სულამანიძე (100კგ) ოქროს მედლისთვის იასპარეზებს. ქართველ სპორტსმენს ფინალში თურქი მოწინააღმდეგე შეხვდება.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის კი მიხეილ ბექაური (90კგ) და საბა ინანეიშვილი (+100) იბრძოლებენ. შეგახსებებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის მერე საქართველოს ყულაბაში ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა კაპანაძის (66კგ) ვერცხლის მედალია. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.