სულამანიძე მეოთხედფინალშია, ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდნენ. სულამანიძემ მესამე რაუნდის დაპირისპირება ბრწყინვალედ ჩაატარა. ქართველმა თურქი მერტ სისმანლარი უეფექტურესი დგებით იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში კანადელ კილ რეიესთან იჭიდავებს.
შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მერვედფინალში მასპინძელ, უზბეკ ტურობოევთან დამარცხდა და ტურინირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.