„ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გამოტოვოს, – ამის შესახებ „ფოტბალ ესპანია“ (Football Espana) წერს. ურუგვაელმა დაზიანება პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ მიიღო.
„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 27 თებერვალს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. პირველი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, „რეალი“ და „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის რანგში, ერთმანეთში ისევ ითამაშებენ.