“ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი, TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების ყველა ფეხბურთელს შორის, სეზონის ლიდერი არასახარბიელო სტატისტიკურ კომპონენტშია. კერძოდ, ურუგვაელი თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ხვდება.
წელს სუარესს მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა 23-ჯერ დაუფიქსირეს. მეორე და მესამე ადგილებზეც ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან – “ალავესის” ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი და “ხეტაფეს” თავდამსხმელი ხორხე მოლინა. ისინი 20-20-ჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, – წერს გაზეთი Marca.
ამ სიის ათეულში შედიან: ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი“, 18), რობერტო ინგლეზე (“კიევო“, 18), სერხი ენრიხი (“ეიბარი“, 18), ლუის მურიელი (“სევილია”, 18), ენდი დელორტი (“ტულუზა”, 17), ნიკოლა პეპე (“ლილი”, 16), ჩირო იმობილე (“ლაციო“, 16).
ლუის სუარესმა წელს პრიმერას 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.