„ლივერპულმა“ მომავალი სეზონისთვის, შესაძლოა, მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ლუის სუარესი გაიფორმოს.
როგორც გამოცემა Deportes Cuatro წერს, მერსისაიდელები ეცდებიან ურუგვაელის ტრანსფერის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ ლივერპულური კლუბის დატოვებას გადაწყვეტს მოჰამედ სალაჰი.
სუარესი „ლივერპულში“ 2011-14 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „ბარსელონაში“ 81 მილიონ ევროდ გადავიდა.
ამ სეზონში 34 წლის ურუგვაელმა 32 მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში და 19 გოლი გაიტანა.