სტუმრებმა ერთიც ვერ მოიგეს - ლიგა 2-ში ტური ლიდერების გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
სტუმრებმა ერთიც ვერ მოიგეს - ლიგა 2-ში ტური ლიდერების გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთ შეხვედრაში სტუმრებმა ვერ გაიმარჯვეს, ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს, ხოლო აუტსაიდერებმა პოზიციების გაუმჯობესება ვერ მოახერხეს.


ტური 13


სამტრედია 2 : 2 სპაერი

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „საპერი“ პირველ ტაიში ორბურთიანი უპირატესობით გიორგი შუშიაშვილმა (15) და დავით ნაჭყებიამ (33) დააწინაურეს, მაგრამ „სამტერდიამ“ ჯერ გიორგი კურმაშვილის (38) გოლით სხვაობა შეამცირა, სირილ ჩამბამ (78) კი მასპინძლებს ქულა მოუტანა.

მერანი თბ 3 : 1 გარეჯი

თბილისის „მერანმა“ „სპაერის“ სტადიონზე აუტსაიდერი საგარეჯოს „გარეჯი“ დამაჯერებლად დაამარცხა. ცოტნე ჩიქოვანის (47 პენალტი), რატი კაკიაშვილის (51) და ირაკლი ჯავახიშვილის (56) გოლებს სტუმრებმა მხოლოდ ფრანსისკო ბრავოს (60) ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

ვიტ ჯორჯია 3 : 3 დინამო ზგ

გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა 13-ე ტურში ყველაზე დაძაბული გამოდგა. ზუგდიდის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიასთან“ სამჯერ დაწინაურდა გიორგი ახალაძის (5), ავთო ენდელაძის (54) და მელქისედეკ ცვალეს (66) გოლებით, მაგრამ მასპინძლებმა სამივეჯერ წონასწორობა აღადგინეს ზურაბ ჭავჭანიძის (47), გიორგი გოგილაშვილისა (55) და საბა ჯინჭარაძის (85) გოლებით – საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა და „ვიტ ჯორჯიამ“ ქულა გადაარჩინა.

შუქურა 3 : 0 რუსთავი

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ „შუქურამ“ „რუსთავი“ ზურაბ მუსელიანის დუბლით (4, 43) და ვაკო თევდორაძის (71) გოლით დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.

შევარდენი 0 : 1 მერანი მრ

კასპის ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, მარტვილის „მერანს“ ლუკა კიკაბიძემ გამარჯვება 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა. მარტვილელებს მანამდეც შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ შეიკნე სილამ მე-60 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, საბოლოოდ, ლიდერმა გაიმარჯვა.