სტივენ ჯერარდმა კლოპისთვის ძეგლის დადგმა მოითხოვა, გერმანელმა უარი განაცხადა
სტივენ ჯერარდმა კლოპისთვის ძეგლის დადგმა მოითხოვა, გერმანელმა უარი განაცხადა

„ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა მოუწოდა კლუბის მფლობელებს – ძეგლი დაუდგან მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს. 25 ივნისს, „ლივერპული“ ბოლო 30 წელიწადში პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

„უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ „ლივერპული“ არ იყო ქვეყანაში საუკეთესო გუნდი, ტოპ-ოთხეულშიც არ ყოფილა, როცა კლოპმა ჩაიბარა სამუშაო. მიხვიდე „ლივერპულში“ და გააკეთო ის, რაც მან გააკეთა… მონაწილეობა მიიღო ამდენ ფინალში, მეექვსედ მოაგებინო კლუბს ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ მოიგო პირველი ტიტული ბოლო 30 წელიწადში.

ისეთი ადამიანი, როგორიც იურგენია, პირდაპირ დღეს იმსახურებს ჯილდოს. ფეხბურთში ხშირად ველოდებით, სანამ ადამიანები ასაკში შევლენ, რათა შევაფასოთ მათი მიღწევები, მაგრამ ვიცი, რომ „ლივერპულის” მფლობელები ამას არ დაუშვებენ. როცა სეზონი დასრულდება, მათ უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა მის ძეგლზე“, – განაცხადა ჯერარდმა.

„მე კიდევ 30 ან 40 წელი უნდა ვიცხოვრო, ამიტომაც ქანდაკება არ მაინტერესებს. არ არის საჭირო ჩემი შედარება ლეგენდარულ ადამიანებთან. ბილ შენკლიმ შეცვალა კლუბი, ბობ პეისლიმ ყველაფერი მოიგო, კენი დალგლიში მოთამაშე და მწვრთნელი იყო, ასე რომ, ჩვენი შედარება შეუძლებელია და არ არის საჭირო“, – უპასუხა ჯერარდის წინადადებას კლოპმა.

გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა, უკვე მას შემდეგ, რაც ჯერარდი იქ აღარ თამაშობდა.