სტივენ ჯერარდი სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს #1TVSPORT
„რეინჯერსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი კარიერას საუდის არაბეთის კლუბში, „ალ-იტიფაკში“ გააგრძელებს – იუწყება The Athletic.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებმა ჯერარდთან კიდევ ერთი მოლაპარაკება გამართეს და დარწმუნებულები არიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის გარეშე დარჩენილი მწვრთნელის დათანხმებას მოახერხებენ.
ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ფეხბურთელის შესანიშნავი კარიერა 2016 წელს დაასრულა და მწვრთნელობა 2017 წლიდან დაიწყო.
ჯერადი თავდაპირველად „ლივერპულის“ ახალგაზრდულ კლუბს წვრთნიდა. 2019-ში შოტლანდიური „რეინჯერსი“ ჩაიბარა. მისი შემდეგი გუნდი ინგლისური „ასტონ ვილა“ იყო, საიდანაც 2022 წელს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.