სტივენ ჯერარდი "რეინჯერსს" გაწვრთნის
სტივენ ჯერარდი "რეინჯერსს" გაწვრთნის

ბრიტანულ გაზეთ ‘დეილი მირორის’ ინფორმაციით, “ლივერპულის” ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი მომავალი სეზონიდან შოტლანდიურ გრანდს, “გლაზგო რეინჯერსს” ჩაუდგება სათავეში.

დღეისთვის “რეინჯერსი” შოტლანდიის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში რეინჯერებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს, როცა 0:5 განადგურდნენ ყველაზე პრინციპულ და საძულველ მეტოქე “სელტიკთან”, რის შემდეგაც ამ გუნდმა ვადაზე ადრე გაიფორმა შოტლანდიის ჩემპიონობა.

ამჟამად “გლაზგო რეინჯერსის” მწვრთნელია გრემ მარტი, რომელიც პოსტს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. რაც შეეხება 37 წლის ჯერარდს, ის “ლივერპულის” ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.