„რეინჯერსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილი დამრიგებელი სტივენ ჯერარდი შეიძლება სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდეს.
როგორც გამოცემა Scotish Daily Express-ი წერს, „ლივერპულის“ ლეგენდა „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელის პოსტზე პრეტენდენტთა სიაშია. სხვა კანდიდატების სახელები არ გახმაურებულა.
პარიზული კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც „პარი სენ-ჟერმენმა“ წააგო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი შინ „ბაიერნთან“, გარდა ამისა, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში რეგულარულად კარგავს ქულებს.
სტივენ ჯერარდი მიმდინარე სეზონში დაითხოვეს „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.