სტივენ ადამსი „ნიუ ორლეანს“ მოელაპარაკა - ზელანდიელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს
„ნიუ ორლეანი“, „მილიოკი“, „ოკლაჰომა“ და „დენვერი“ დიდი გაცვლისთვის ემზადებიან. შეთანხმების მიხედვით ჯრუ ჰოლიდეი „ბაქსის“ წევრი გახდება. სტივენ ადამსი კი „ნიუ ორლეანში” გადაბარგდება. ადრიან ვოჟნაროვსკი მოლაპარაკების დეტალებსაც აქვეყნებს. წყაროს ცნობით ახალზელანდიელი ცენტრი „პელიკანსთან” 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჰონორარის სახით $35 მილიონ დოლარს მიიღებს.
საინტერესო იქნება თუ როგორ შეეწყობა სტივენ ადამსი „ნიუ ორლეანს“. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზელანდიელს ზაიონ ვილიამსთან შეთამაშება გაუჭირდება.