სტივ კინი - „ტირანასთან“ შეხვედრამდე „ტორპედო“ წაუგებელი სერიით მოვიდა, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს #1TVSPORT
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ მატჩამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა და კაპიტანმა მერაბ გიგაურმა პრესკონფერენცია გამართეს.
სტივ კინი: „ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. გუნდი ამ შეხვედრამდე წაუგებელი სერიით მოვიდა, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ტურიდან ტურამდე უკეთ ავთამაშდით, ახალმა ფეხბურთელებმაც გაგვაძლიერეს და ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიმყოფებით.
ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრის წინ სასურველი შედეგის მიღწევას. იმედი მაქვს და მჯერა, სტადიონი სავსე იქნება და გუნდს გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოაკლდება“.
მერაბ გიგაური: „ალბანური „ტირანას“ სახით საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, თუმცა მეტოქე შევისწავლეთ და მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ, გულშემატკივრის მხარდაჭერა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა“.
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „ტორპედოსა“ და „ტირანას“ შორის 11 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.