სტივ კინი „ომონიასთან“ მატჩამდე - ქუთაისელი გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩვენი უპირატესობაა, მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა „ომონიასთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მზადებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია, აქ ყოფნა მოგილოცოთ.
ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები, ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.
ქუთაისელი გულშემატკივარს წინაშე თამაში უპირატესობაა. მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული“, – განაცხადა სტივ კინმა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ტორპედოსა“ და „ომონიას“ შორის დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირველ შეხვედრაში ქართული გუნდი 1:3 დამარცხდა.