სტივ კინი - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან და კიდევ უფრო გავძლიერდებით #1TVSPORT
სტივ კინი - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან და კიდევ უფრო გავძლიერდებით #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგაზე ალბანური „ტირანას“ დამარცხებაზე – ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე ნათამაშები 1:1-ის შემდეგ ალბანეთში მეტოქე 1:0 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ფეხბურთელებს – ალბანეთში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. როგორც ველოდით, რთული მატჩი გამოვიდა, ფეხბურთელებმა დავალებები კარგად შეასრულეს და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით.

კარგი გუნდი ვართ, ვვითარდებით, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და ეს ყველაფერი შედეგს მოგვიტანს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშეატკივრებს, რომლებიც, დიდი მანძილის მიუხედავად, ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენ გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას“,- განაცხადა სტივ კინმა.

„ტორპედო“ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე კვიპროსის „ომონიას“ დაუპირისპირდება – პირველი მატჩი 25 ივლისს ნიქოზიაში გაიმართება, საპასუხო კი – პირველ აგვისტოს ქუთაისში.