სტივ კერმა „გოლდენ სტეიტის“ საჩემპიონო შემადგენლობის დაშლა ივარაუდა
სტივ კერმა „გოლდენ სტეიტის“ საჩემპიონო შემადგენლობის დაშლა ივარაუდა

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ მთავარ მწვრთნელ სტივ კერს მიაჩნია, რომ დამდეგი სეზონი, შესაძლოა, ბოლო შესაძლებლობა აღმოჩნდეს გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის. 2015 წლიდან მოყოლებული, „ვორიორზმ“ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა და ერთხელ ფინალში დამარცხდა „კლივლენდთან“.

„შეიძლება, ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ეს იყოს NBA-ის ტიტულის მოგების ბოლო შესაძლებლობა“, – მოჰყავს სააგენტო AFP-ს კერის სიტყვები. – „მომდევნო წელს ბევრი თავისუფალი აგენტი იქნება. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ბაზარზე. არა მგონია, ჩვენი მოთამაშეები ძლიერ ზეწოლას გრძნობდნენ. ისინი კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ იმაზე, რომ კვლავ მოიპოვონ ტიტული. შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ. გასულ სეზონში შევძელით გამარჯვება, მაგრამ ეს იყო დაძაბული ბრძოლა. ჩვენმა გუნდმა უკვე დაწერა ისტორია, როცა ბოლო ოთხ გათამაშებაში სამჯერ მოიგო ტიტული“.