სტივ კერის თქმით, კლეი ტომპსონი 2019-20 წლების რეგულარულში ვერ ითამაშებს
„გოლდენ სტეიტში“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, მის მაგივრად კი ოკლენდურ კლუბში დეანჯელო რასელი გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხებს ბოლო წლების დომინანტი გუნდი ახალ შემადგენლობასთან შეგუებას.
ყველაფერთან ერთად, გუნდის ამ ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონზე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. „ენ ბი სი სპორტთან“ (NBC Sports) მიცემულ ინტერვიუში „ვორიორზის“ თავკაცმა სტივ კერმა კლეის ტრავმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტომპსონი ალბათ საკუთარ გუნდს მომავალ სეზონამდე ვერ დაეხმარება.