სტივ კერის განცხადებით, კლეი ტომპსონი სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩში მონაწილეობას მიიღებს
ბევრისთვის მოულოდნელად, ტორონტო „რეპტორსმა“ ქალაქ ოკლენდის „ორაკლ არენაზე“ სუპერფინალური სერიის რიგით მესამე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სერიაში ანგარიშით 2:1 დაწინაურდა.
სტეფ კარის 47 ქულის მიუხედავად, კანადელებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. „ვორიორზს“ ტრავმების გამო კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და კევორ ლუნი ვერ ეხმარებოდნენ. მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, განცდილი მარცხის შემდეგ „ათლეტიკის“ ჟურნალისტ ტიმ კავაკამის ვრცელი ინტერვიუ მისცა.
„ვორიორზის“ თავკაცის თქმით, მეოთხე შეხვედრაში კლეი ტომპსონი ითამაშებს, თუმცა კევინ დურანტის თამაშის საკითხი კვლავ საეჭვოა.
სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩი „ორაკლ არენაზე“ 8 ივნისს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე გაიმართება.