სტივ კერი - კაზინსის დაბრუნება ჯერ ნაადრევია
სტივ კერი - კაზინსის დაბრუნება ჯერ ნაადრევია

„გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერიმ ჟურნალისტებთან ტრავმირებული ცენტრის, დემარკუს კაზინსის მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„სინამდვილეში, აღდგენასთან არც ისე ახლოს ვართ. არ მინდა იფიქროთ, რომ ის უკვე მზად არის სათამაშოდ. ასე არ არის. მას ისევ სჭირდება დრო. ვიყოთ ლოდინის რეჟიმში და მივცეთ დემარკუსს იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა. როცა დრო მოვა, ის დაგვეხმარება. ჩვენ მასთან დაკავშირებით გეგმები გვაქვს“, – თქვა კერიმ.

შეგახსენებთ, რომ კაზინსიუორიორზის“ მოთამაშე გასულ ზაფხულს გახდა, როცა ჩემპიონთან მინიმალური კონტრაქტი გააფორმა.