„გოლდენ სტეიტის” მთავარ მწვრთნელ სტივ კერის, რომელიც ჩოგბურთის დიდი ქომაგია, სთხოვეს, რომ პარალელი გაევლო ლეგენდარულ როჯერ ფედერერსა და რომელიმე ნბა-ს კალათბურთელთან, ვისთანაც მწვრთნელობის პერიოდში უმუშავია.
„ფედერერი ნამდვილად მაგონებს სტეფ კარის. ის ძალიან მშვიდი და თავის თავში დარწმუნებული სპორტსმენია. მას ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, ის ძალიან კარგი ადამიანია, როგორც სტეფი“, – აცხადებს კერი პრესასთან საუბარში.