„გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ „ბრუკლინის“ ფორვარდი კევინ დურანტი, შესაძლოა, ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, თვით მაიკლ ჯორდანზეც კი.
„კევინ დურანტმა აჩვენა, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელია. მართლაც, მას უდიდესი ტალანტი აქვს. მომწონდა მასთან მუშაობა.
ვფიქრობ, ის უფრო ნიჭიერია, ვიდრე მაიკლ ჯორდანი. ეს ბევრ რამეზე ლაპარაკობს. კევინი ძალიან განსხვავებულია სხვებისგან. ეს არის 210-სანტიმეტრიანი მოთამაშე მცველის თვისებებით, შეუზღუდავი სამქულიანი დიაპაზონით, გადაცემებით, დაფარებებით. ამ სეზონში მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო“, – თქვა კერმა.