სტერლინგი წონას შეიცვლის - დვალიშვილი მხოლოდ სატიტულო ბრძოლას განიხილავს #1TVSPORT
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მოქმედი ჩემპიონი ალჯემეინ სტერლინგი წონას შეიცვლის და, შესაბამისად, სატიტულო ბრძოლისთვის გზა გაეხსნება. შეგახსენებთ, რომ სტერლინგი დვალიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ისინი 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ და ბევრჯერ თქვეს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას პრინციპულად არ აპირებენ.
მერაბ დვალიშვილი: „ალჯემეინ სტერლინგს ქამრის დასაცავად ბრძოლა 19 აგვისტოს აქვს დანიშნული. თქვა, რომ წონას შეიცვლის და უფრო მაღალ წონაში გადავა. არაერთხელ აღვნიშნე, რომ მხოლოდ ქამრისთვის ბრძოლას განვიხილავ და სხვა მიზანი არ მაქვს. ვთვლი, რომ ეს დავიმსახურე და ქამარი ჩემი უნდა იყოს“.