სტერლინგი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება
სტერლინგი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ უახლოეს ხანში აპირებს თავის ნახევარმცველს რაჰიმ სტერლინგს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ინგლისის ნაკრების შემტევის ხელფასი კვირაში 300 ათასი ფუნტი (405 ათასი დოლარი) იქნება.

შესაბამისად, „სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა.

დღესდღეობით, ეს სტატუსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას ეკუთვნის. ის კვირაში 290 ათასს ფუნტს იღებს.

რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.