სტერლინგი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით, 100-ზე მეტი გოლი გაიტანა
„მანჩესტერ სიტის“ ვინგერი, რაჰიმ სტერლინგი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც გვარდიოლას მწვრთნელობის დროს 100-ზე მეტი ბურთი გაიტანა.
ეს საინტერესო რეკორდი და სტატისტიკა ინგლისის ჩემპიონატის მატჩში დაფიქსირდა, სადაც სტერლინგმა მერსისაიდელების კარი აიღო (ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:4)
გვარდიოლას დიდი სამეულის სხვა ორი ფეხბურთელი კი ლიონელ მესი და სერხიო აგუერო არიან. არგენტინელი სუპერვასრკვლავი 211 გოლით ამ „ტრიოს“ ლიდერია.