ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 10 შეხვედრა გაიმართა. ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” კი “ლეიკერსი” “გოლდენ სტეიტის” მატჩის დაწყებამდე დარბაზში ლოს ანჯელესური კლუბის ლეგენდის კობი ბრაიანტის 8 და 24 ნომრიან მაისურებს “სტეიპლს ცენტრში” სამუდამო ადგილი მიუჩინეს. ცერემონიაში მონაწილეობა თავად ბრაიანტმაც მიიღო. უშუალოდ შეხვედრა კი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. “გოლდენ სტეიტმა” “ლეიკერსს” ოვერტაიმში 2 ქულის სხვაობით 116-114 სძლია. მოედანზე საუკეთესო კევინ დიურანტი იყო, მის ანგარიშზე 36 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი და 3 ბლოკია. ორმაგი დუბლი გაიფორმა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. შეხვედრაში კვლავ არ მიუღია მონაწილეობა სტეფ კარის, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. ლოს ანჯელესელთა შორის 25 ქულით კაელ კუზმა გამოირჩა. ჯულიუს რენდელმა 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში.
ნბა-ში დღეს კიდევ 9 შეხვედრა გაიმართა:
შარლოტი ნიუ – ნიუ იორკი 109-91
ინდიანა – ბოსტონი 111-112
ატლანტა – მაიამი 110-104
ჩიკაგო – ფილადელფია 117-115
ჰიუსტონი – იუტა 120-99
მინესოტა – პორტლენდი 108-107
ოკლაჰომა – დენვერი 95-94
დალასი – ფინიქსი 91-97
სან ანტონიო – კლიპერსი 109-91