ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი საპლეიოფო შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ. “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” “ორაკლ არენაზე” მეოთხედფინალური სერიის რიგით მეორე შეხვედრაში “ნიუ ორლეან პელიკანსი” მიიღო და 5 ქულის სხვაობით, 121-116 დაამარცხა.
ტრავმა მოიშუშა სტეფ კარიმ. პაუზის შემდეგ მოქმედი ჩემიონის ერთერთმა ლიდერმა 28 ქულა დააგროვა. კევინ დიურანტის ანგარიშზე 29 ქულაა. 20 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. მას სამმაგამდე 1 მოხსნა დააკლდა. ზაზა ფაჩულიას შეხვედრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. სტუმართა შორის 25 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ენტონი დევისი.
24 ქულა დააგრივა ჯრუ ჰოლიდეიმ. 22 ქულა და 12 პასი ჰქონდა რაჟან რონდოს. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ვორიორსი” სერიაში 2-0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 5 მაისს ამჯერად ნიუ ორლეანში ჩატარდება.