„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირი უიმბლდონი დიდი სენსაციით დაიწყო. პირველივე წრიდან ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მან ორ საათსა და ოთხ წუთში 4:6, 4:6, 3:6 წააგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან.
ციციპასმა 15 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 76 პროცენტი მოიგო, მაგრამ მეორე მოწოდება არ უვარგოდა – 24-დან მხოლოდ 10 ქულა აიღო. ბერძენმა შვიდიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ტიაფომ – რვიდან ოთხი.
ამერიკელმა მე-12 ცდიდან პირველად მოუგო Top 5-ის წარმომადგენელს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ციციპასმა როლან გაროსის ფინალში ითამაშა და ხუთ სეტში დამარცხდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან.