სტეფანო პიოლი - წელს სერია A-ს მოგების მთავარი ფავორიტი „იუვენტუსია“ #1TVSPORT
სტეფანო პიოლი - წელს სერია A-ს მოგების მთავარი ფავორიტი „იუვენტუსია“ #1TVSPORT

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ სერია A-ს 2023/24 წლის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ წელს „სკუდეტოს“ მოგების ყველაზე მეტი შანსი ტურინის „იუვენტუსს“ ექნება.

„ამ ეტაპზე კონკრეტული რამის თქმა რთულია, თუმცა მივიჩნევ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მოგების მთავარი ფავორიტია, რადგან მათ სათასო მატჩები არ აქვთ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც ვთამაშობთ და საკუთარი ძალები სწორად უნდა გავანაწილოთ, ისინი კი კვირიდან კვირამდე მხოლოდ ჩემპიონატზე არიან კონცენტრირებულნი. ვნახოთ, სეზონის ბოლოს ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

ამ ეტაპზე სერია A-ს 15-15 ქულით მილანური გუნდები, „ინტერი“ და „მილანი“ ლიდერობენ. „იუვენტუსი“ კი მესამე ადგილზეა 13 ქულით. რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ 11 ქულა აქვს და მეხუთეა.