კომპანია Sony Pictures-მა “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელ სტივენ კარისთან მრავალწლიანი სასპონსორო კონტრატი გააფორმა. გარიგების ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ იტყობინებიან, რომ ეს არის ამ კომპანიისთვის ყველაზე ძვირფასი კონტრაქტი, რაც კი ოდესმე სპორტსმენებთან გაფორმებულა.
ცოტა ხნის წინ, კარიმ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს კომპანია Unanimous Media. ის Sony-ის პლატფორმაზე შეიმუშავებს და შექმნის კინო და სატელევიზიო პროექტებს საოჯახო, რელიგიურ და სპორტულ თემებზე.
გარდა ამისა, კონტრაქტის მიხედვით, კარი რეკლამას გაუწევს Sony-ის სხვადასხვა პროდუქციას. კალათბურთელის კომპანიის Unanimous Media-ს ოფისი განთავსებული იქნება Sony-ის სტუდიაში ქალაქ კალვერ-სიტიში.