სტეფ კარიმ სამ მეოთხედში 51 ქულა დააგროვა [ვიდეო]

NBA-ის გასულ სათამაშო დღეს, „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა, სტეფ კარიმ, „ვაშინგტონთან“ მატჩის (144:122) პირველ სამ მეოთხედში 11 სამქულიანი ჩააგდო და 51 ქულა დააგროვა.

ორგზის MVP-მ 31.5 წუთი დაჰყო მოედანზე, 24-დან 15 ბურთი ჩააგდო, მათ შორის, 16-დან 11 სამქულიანი და ათიდან ყველა საჯარიმო მოათავსა კალათში, რამაც ჯამში 51 ქულა შეადგინა.