„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელი და ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარი NBA-ს ყველა დროის სამქულიანი ტყორცნების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. სტეფს კარიერაში 2277 სამიანი აქვს ჩაგდებული. აქამდე მეოთხე ადგილზე 2274 სამიანით კაელ კორვერი იყო. სამეული კი ასე გამოიყურება.
1)რეი ალენი – 2973
2)რეჯი მილერი – 2560
3)ჯეისონ ტერი – 2282