„გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას გოლფის თამაშზე უარი უთხრა.
კალათბურთელის თქმით, მას ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და უბრალოდ, დრო არ ჰქონდა, გამგზავრებულიყო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ობამასთან შესახვედრად.
„ბარაკ ობამა, ძალიან ვაფასებ შენს მიპატიჟებას. საქმე იმაში არ არის, რომ მე არ მინდა, უბრალოდ, არ შემიძლია“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში NBA-ის ჩემპიონმა.