“გოლდენ სტეიტ ვორიორსის” ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარი მოედანს შესაძლოა ნბა-ს პლეი ოფის მეორე რაუნდში დაუბრუნდეს. გუნდის მთავარი მწვრთნელის სტივ კერის განცხადებით კარიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
მიუხედავად ამისა, მისი თამაში “ნიუ-ორლინს პელიკანსთან” სერიის პირველ შეხვედრაში კვლავ საეჭვოა. შეგახსნებთ, რომ სტეფ კარიმ მუხლის ტრავმა რეგულარული სეზონის მიწურულს მიიღო და პლეი ოფის პირველი რაუნდი “სან ანტონიოს” წინააღმდეგ გამოტოვა.
სერია “ვორიორსის” გამარჯვებით 4-1 დასრულდა. პლეი ოფის მეორე რაუნდი ოკლენდელებისთვის 29 აპრილს დაიწყება. “ვორიორსი” “პელიკანსთან” სერიის პირველ შეხვედრას საკუთარ ორაკლ არენაზე ჩაატარებს.