გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი სტეფ კარი პლეოფის მეორე რაუნდამდე გუნდს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ “უორიორზის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა ისაუბრა –
“კარი პლეიოფის პირველ რაუნდში ნამდვილად ვერ ითამაშებს. გუნდი მის გარეშე ასპარეზობისათვის მზად არის.”
კარიმ ტრავმა შაბათს, ატლანტა “ჰოქსის” წინააღგმდეგ თამაშისას მიიღო.
წლევანდელ სეზონში მისი საშუალო შედეგიანობა შეხვედრაში 26.4 ქულაა.