სტეფ კარი MVP-ის რეიტინგში ლიდერობს #1TVSPORT
სტეფ კარი MVP-ის რეიტინგში ლიდერობს #1TVSPORT

ეროვნული საკალაბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა მიმდინარე სეზონში MVP-ის პრიზის კანდიდატთა განახლებული რეიტინგი.

უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე რბოლაში ლიდერობას აგრძელებს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი. ორგზის MVP ამ სეზონში საშუალოდ 27.8 ქულას, 5.7 მოხსნასა და 6.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით TOP5 კანდიდატია:

  1. სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)
  2. კევინ დურანტი (ბრუკლინი)
  3. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
  4. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
  5. კრის პოლი (ფინიქსი)