სტეფ კარი მოედანს სავარაუდოდ მარტში დაუბრუნდება
სტეფ კარი მოედანს სავარაუდოდ მარტში დაუბრუნდება

„გოლდენ სტეიტისთვის“ 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, სტეფ კარის და კლეი ტომპსონს კი დღემდე ტრავმები აწუხებთ.

„ვორიორზის“ გამთამაშებელმა მიმდინარე სეზონზე მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „ფინიქსის“ წინააღმდეგ ოქტომბერში გამართულ შეხვედრაში კი სტეფ კარიმ მაჯის მოტეხილობა მიიღო. მას შემდეგ სტეფი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

„გოლდენ სტეიტში“ ამტკიცებენ, რომ კარი მოედანს მიმდინარე სეზონზე დაუბრუნდება. სავარაუდოდ, ეს მარტში მოხდება.

2019-2020 წლების რეგულარულში სტივ კერის გუნდს 10 მოგება და 39 მარცხი აქვს. ეს კი ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.